| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიდი ზარ- ზეიმით, შემოქმედებითად აღნიშნეს ქართული ენის დღე და ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენას-დაფასებას.
მიქელეფონის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ლამაზი ლექსებითა და სიმღერებით მოეფერენ მშობლიურ ენას.
დედაენის სადიდებლად პატარების გულიდან წამოსული გულწრფელი სიტყვები ქუხდა, მზეს ადარებდნენ...გულმხურვალედ გამოთქმული ლექსები, მართლაც, მზესავით ანათებდა და აბრწყინებდა დარბაზს.
ღონისძიებამ ხაზი გაუსვა ქართული ენის სილამაზეს და მის მნიშვნელობას ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს