სიახლეები
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული საჩხერის N1 საჯარო სკოლაში  
16-04-2025
-
+


14 პრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ, ამ მნიშვნელოვან თარიღს აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები მიეძღვნა. 

სკოლაში 14 აპრილს ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული დღესასწაული მოეწყო. 

ლექსები, სიმღერები, ნახატები, კალიგრაფიული ნამუშევრები, ესეები, ლექცია-გაკვეთილები ამაღელვებელ განწყობას უქმნიდა დილიდან მოსწავლეებს, ეს ყველაფერი კი მუნიციპალურ ღონისძიებაზე სკოლის ღირსეულად წარდგენით დასრულდა.

XI კლასის მოსწავლე მარიამ სამხარაძემ ესეების კონკურსში II საპრიზო ადგილი დაიკავა, V კლასის მოსწავლემ კი ხატვის კონკურსში ასახება სკოლა და III საპრიზო ადგილზე გავიდა, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა გაგა გულიაშვილისა და მისი მოსწავლეების მიერ აჟღერებულმა სიმღერის პრემიერამ, რომელიც ქართული ენის დღეს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება