მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. აქტიურ და მოტივირებულ მოსწავლეთა სახელზე კი არაერთი წარმატებაა.
ამჟამად სკოლაში, მე-2 კლასელი ლილე ამირანაშვილის წარმატებით ხარობენ.
„კინგსის“ ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალში მეორე კლასის მოსწავლე ლილე ამირანაშვილმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და მოიპოვა პირველი ხარისხის დიპლომი.
სკოლაში მე-2 კლასელს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვულოცავთ ლილეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი ქეთევან დავლიანიძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეს ხარისხიან განათლებას სთავაზობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ