მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პრეზენტაცია, როგორც სასწავლო მეთოდი, ერთ-ერთი ეფექტური ფორმაა მოსწავლეთა აქტიური სწავლების ხელშეწყობისთვის, ამიტომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ. პრეზენტაცია მოსწავლეებს ეხმარება დამოუკიდებლად შეისწავლონ მასალა, გააანალიზონ ინფორმაცია და გადმოსცენ ის სხვებისთვის სტრუქტურირებულ და ვიზუალურად მიმზიდველ ფორმაში. პრეზენტაციის მომზადების პროცესი აძლევს მოსწავლეს შესაძლებლობას განივითაროს კვლევითი უნარები, გააუმჯობესოს კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევები.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია, რომლის თემა იყო ხერხემლიანი ცხოველები. თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა კონკრეტული ჯგუფი ხერხემლიანი ცხოველებიდან.
მათ მოამზადეს ვიზუალური მასალა, დახატეს პოსტერები, გამოიყენეს პრეზენტაციები და მოკლედ მოუყვნენ თანაკლასელებს ამ ცხოველთა ძირითადი მახასიათებლების, ცხოვრების წესის, გარემოსთან ადაპტაციისა და დაცვის საჭიროების შესახებ.
ბავშვებმა დიდი მონდომებით მოამზადეს პრეზენტაცია.
ეს აქტივობა არა მხოლოდ ცოდნის გამდიდრებას, არამედ ბავშვების თვითგამოხატვის უნარის გაძლიერებასაც ემსახურებოდა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე