მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს საინტერესო და სახალისო აქტივობებითა თუ პროექტებით სწავლობენ.
აღსანიშნავია, შთამბეჭდავი პროექტი სახელწოდებით - „სქრეჩში 3D გამოსახულება“, რომელზეც მე-6 კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს.
როგორც პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი თამარ შელეგია გვეუბნება, სქრეჩში პროგრამირება მოითხოვს ლოგიკურ თანამიმდევრობას და ალგორითმულ აზროვნებას. ხატვის რედაქტორი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს გამოხატონ თავიანთი იდეები ვიზუალურად, განავითარონ ფანტაზია და ორიგინალურობა. 3D-სთან მუშაობა აუმჯობესებს სივრცით აღქმას, ობიექტების ურთიერთგანლაგების გააზრებას და წარმოსახვაში 3D მოდელების შექმნის უნარს. ისინი ეჩვევიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას კრეატიული და საგანმანათლებლო მიზნებისთვის.
„მიღებული ცოდნა და უნარები შეიძლება გახდეს საფუძველი მომავალი კარიერისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა გრაფიკული დიზაინი, ვებ-დიზაინი, ანიმაცია, თამაშების დიზაინი, ინტერაქტიული მედია და პროგრამირება“,- აღნიშნავს პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე