მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით, მეორეკლასელები ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით ჯანინის სახელოსნოს ესტუმრნენ და კალიგრაფიული ნაშრომები შექმნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ქართული ენის უნიკალურობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ჩვენი ანბანია. პატარებმა ულამაზესი ქართული ანბანით მოქარგეს ძვირფასი სიტყვები. ჩვენი მშობლიური ანბანი ხომ ძალიან ლამაზია. ამას ყველა ბავშვი გრძნობდა, როცა პაწაწინა ხელებით, დიდი სიყვარულითა და მოწიწებით გამოჰყავდათ ანბანის თითოეულ ასო.
„დედაენა ლამაზია“ – ეს სიტყვები ბავშვებმა კალმით კი არა, გრძნობით და სიყვარულით დაწერეს.
„ეს მასტერკლასი არ იყო მხოლოდ კალიგრაფიის სწავლება – ეს იყო ემოციების გადმოცემა ასოებით, სითბოსა და მადლიერების გამოხატვა ხელოვნების ენით. ამ ყველაფერში კი კალიგრაფის საოცარმა სპეციალისტმა, ქალბატონმა ნესტან ბაგაურმა უდიდესი როლი შეასრულა! მან არა მხოლოდ ასწავლა, არამედ შთააგონა, გააღვიძა სურვილი, რომ თითოეულ სიტყვას სიღრმე და სილამაზე ჰქონოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ნესტან ბაგაურს ამ უნიკალური გამოცდილებისთვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე