მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიების დასაწყისში მოსწავლეებმა დედაენის დღის მნიშვნელობასა და ქართული ენის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე, ქართული ენის ცოდნის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, დედაენაზე ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ბავშვებმა შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო მოსწავლეთა მხატვრულად წაკითხული ქართული პოეზიის თვასაჩინო ნიმუშები, ასევე პატრიოტულ მოტივებზე შესრულებული ნომრები, რომელშიც კარგად ჩანდა, მასწავლებლების დიდი შრომა და ქართული ენისადმი სიყვარული, რომელსაც პედაგოგები ახალგაზრდებს უნერგავენ.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ქართული ენის პედაგოგი რაისა მაცუკატოვა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე