მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიება I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნელი ზაალიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა ლექსებითა და სიმღერებით ხოტბა შეასხეს ქართულ ენას, მის სიდიადეს, აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილისა და მისი შექმნილი „დედა ენის“ როლი წიგნიერების განვითარებაში. პედაგოგი პატარებს დედაენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა ენის როლი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.
„I კლასის მოსწავლეებმა, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, საუკეთესო ღონისძიება ჩაატარეს. მადლობა პატარებს და მასწავლებელს ნელი ზაალიშვილს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის შემოქმედებითობა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე