მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილს, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრთა ინიციატივით ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, აქტივობებში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება.
საოცარი სიმდიდრე გვაქვს ქართველებს ანბანის სახით, სრულყოფილი, ლამაზი და მსოფლიოში არსებულ 14 ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესი, სწორედ ამიტომ 2016 წლის 30 ნოემბერს ქართული ანბანი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა.
ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის - ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტი ტრადიციის პოპულარიზაციისთვის სკოლაში ჩატარდა მრავალი საინტერესო აქტივობა: კალიგრაფიის კონკურსი - ქართული ანბანი - 33 ემოცია; კედლის გაზეთების გამოფენა; ერთად დავიცვათ ენის სიწმინდე - არა ბარბარიზმებს; ლიტერატურული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული კომპოზიციები; სახალისო ლიტერატურული აქტივობები.
ღონისძიებები, საინტერესოდ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა და ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა მადლობას უხდის ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილე ყველა მოსწავლეს, მშობლებს, მასწავლებელს და დირექციას.
იხილეთ ვიდეო ბმულზე
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე