მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
ღონისძიება სახელწოდებით - „ჩვენი ენა ქართული” ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენა-დაფასებას ემსახურებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები. ასევე მონაწილეობა მიიღეს უფროსკლასელებმა, მშობლებმა და ღრმაღელის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატო მჟავიამ.
„ქართული ენა ქართველი ერის ისტორიული განვითარების ყველაზე დიდი მონაპოვარია. იგი ქართველი ერის მშვენება და განძია. ქართულ ენაში აღბეჭდილია ჩვენი ხალხის ისტორიული განვითარების გზა. ამ ენაზე დაიწერა მრავალი შესანიშნავი თხზულება, რომლითაც დღეს ვამაყობთ. ხალხის მდიდარი წარსული თავდებია ენის განვითარებისა და აღორძინებისა, ამიტომაა ქართული ენა ჩვენი ხალხის დიდი საგანძური, ამიტომაც დააფასეს დედა ენა და დაუდგეს ძეგლი“, - სიამაყით აღნიშნეს მოსწავლეები.
მოსწავლეები ერთმანეთს ლექსების მხატვრულად კითხვაში ენაცვლებოდნენ. მათ ქართველი პოეტების ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად ააჟღერეს. ასევე შექმნეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „დედა ენა“, დაამზადეს ბროშურები ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც დაიტანეს ქართული ენის ისტორია.
მოსწავლეებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ უნიჭიერესი პედაგოგები - სოფო როყვა, ნათია ბუსხრიკიძე, ცისანა ღლონტი, რუსუდან მარშანიშვილი და ნინო ხამაშურიძე.
იხილეთ ფოტო-ვიდეო
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე