მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოს საჯარო სკოლაში ქართული ენის აღსანიშნავად კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა.
ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა, რომელშიც მოსწავლეები დიდ ხალისით ჩაერთნენ იყო შემეცნებითი ვიქტორია, რომელსიც IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა
აქტივობის დაწყებამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს დედაენის ძეგლის, 14 აპრილის და ქართული დამწერლობის სახეების შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ ვიქტორინას, ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელს შერჩეული ჰქონდა განსხვავებული სირთულის შეკითხვები.
„თამაში საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეების მაღალი მოტივაცია და ჩართულობა დასაწყისიდანვე ჩანდა“ - აღნიშნეს ჟიურის წევრებმა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვება მეათე კლასის გუნდმა „ვარსკვლავებმა“ მოიპოვა. სკოლის დირექციამ გამარჯვებულ გუნდს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგა, ხოლო ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიმბოლური საჩუქარი გადაეცა,
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.