მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი ბლიც ინტერვიუში განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლის ნდობა და რა დანიშნულება და მიზანი უნდა ჰქონდეს საშინაო დავალებას. ზოგადსაგანმანათლებლო ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ სკოლა მარტო ცოდნის მიღების ადგილი არ არის – ეს არის ადგილი, სადაც სწავლობ ურთიერთობებს, ემპათიას და გუნდურობას.. ადგილი, რომელმაც ღირსეული, სამართლიანი მოქალაქეები უნდა გაზარდოს.
-მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
-მოსწავლის ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია გულახდილობა, გულწრფელობა და უპირობო სიყვარული. მოსწავლემ მასწავლებელი უნდა აღიქვას, როგორც ყველაზე ახლო მეგობარი, რომელიც მიიღებს მოსწავლეს თავის შეცდომებითურთ, ასევე მნიშვნელოვანია მოსმენისა და თანაგრძნობის უნარი, როცა მოსწავლე გრძნობს, რომ მისი ესმით და აფასებენ, მისთვის მარტივია ენდოს.
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
-განათლება მნიშვნელოვანია, რადგან ის აძლევს ადამიანს შესაძლებლობას თვითგანვითარებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. იგი აყალიბებს ღირებულებებს, ზრდის ცნობიერებასა და ამზადებს ინდივიდს საზოგადოებაში სრულფასოვანი ადგილის დასამკვიდრებლად. განათლება არის ის პრიზმა, რომლის გავლითაც შეგვიძლია აღვიქვათ სამყარო და ვრეალიზდეთ მასში.
-საშინაო დავალება უნდა იყოს...
-საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული, მოსწავლის ასაკსა და შესაძლებლობებზე მორგებული, და ისე შედგენილი, რომ სწავლას აზრი და ხალისი შემატოს, ამასთანავე მარტივი და მცირე ზომის.
-წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი: მოსმენა და ურთიერთპატივისცემა უნდა გახდეს მთავარი წესი. სკოლა მარტო ცოდნის მიღების ადგილი არ არის – ის ურთიერთობების, ემპათიისა და გუნდურობის სწავლაცაა. მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის ურთიერთობაში უნდა სუფევდეს მოსმენა და პატივისცემა. როცა ყველა მხარე ისწავლის ერთმანეთის პოზიციების გაგებას, კამათის ნაცვლად დიალოგი ჩამოყალიბდება, სკოლაც მხოლოდ სასწავლო დაწესებულება კი არა, ერთგვარი ბედნიერი სივრცე გახდება.
-საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
-მათემატიკა და ქიმია ჩემი საყვარელი საგნები იყო, მათემატიკა მასწავლიდა ლოგიკას და პრობლემის ხედვას, ქიმია კი მაძლევდა შესაძლებლობას, სამყაროსთვის გააზრებულად და დაკვირვებით შემეხედა. ორივე საგანი პასუხისმგებლობას, მოთმინებასა და დეტალებზე ყურადღებას ასწავლის – რაც შემდგომ ცხოვრებაშიც მეხმარება
-რომ შემეძლოს რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
-რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ტიგრან პეტროსიანს – ჭადრაკის დიდოსტატს. მისგან ვისწავლიდი მოთმინებას, სტრატეგიულ აზროვნებას და უნარს, რათა ყოველთვის რამდენიმე სვლით წინ ვიფიქრო – რაც არა მხოლოდ თამაშში, არამედ ცხოვრებაშიც გადამწყვეტია.
-როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
-მომავლის სკოლა იქნება ადგილი, სადაც მოსწავლე არა მხოლოდ სწავლობს საგნებს, არამედ ის იკვლევს, ქმნის და სცდება ჩარჩოებს. სადაც თავისუფლება და მხარდაჭერა ერთად არსებობს. ამასთანავე თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. სკოლა იქნება ტაძარი, რომლის უმთავრესი მისია იქნება არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ დედამიწისთვის ღირსეული მოქალაქის აღზრდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.