მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლის მე-6გ კლასში გასვლითი გაკვეთილი ჩატარდა.
მე-6გ კლასის დამრიგებლის - ნარგიზ კორაშვილისა და ქართული ენა და ლიტერატურისა და ჩვენი საქართველოს პედაგოგების - ქეთევან გოგაშვილისა და მაკა მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, ჩატარდა გასვლითი პროექტ - გაკვეთილი მთაწმინდის პანთეონსა და თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
პროექტის მიზნი იყო თითოეულ მოსწავლეს გაეაზრებინა საქართველოს კულტურა, ტრადიციები, ილიას საფიცრად ქცეული სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მთაწმინდის პანთეონში მოინახულეს და პატივი მიაგეს ჩვენს სასიქადულო მამულიშვილებს, წარადგინეს პრეზენტაციები ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. ხაზი გაუსვეს მათ ღვაწლსა და დამსახურებას ჩვენი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და გადარჩენაში.
საინტერესო და შინაარსიანი პრეზენტაცია წარადგინეს აგრეთვე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში. ისაუბრეს თბილისის ღირშესანიშნავ ძეგლებზე, კოლორიტ ფიგურებზე, მოინახულეს და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.
ამ პროექტმა ბავშვებს საშუალება მისცა უფრო ახლოს და უკეთ გაეცნოთ ქართული ხუროთმოძღვრება, გაცოცხლებული ყოფა - ცხოვრების ისტორია. მოსწავლეებისთვის ილიას სიტყვები - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - მართლაც იქცევა ცხოვრების საზრისად, სიკეთის ძალად, რაც საუძველს უყრის ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე