მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის ღია საკონცერტო სივრცეში გაიმართა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი (1991. 09.04) მიძღვნილი საზეიმო საღამო- კონცერტი.
ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ისტორიული მეხსიერების გამდიდრების, ისე პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით.
კონცერტი დატვირთული იყო ეროვნული სულისკვეთებითა და შთამაგონებელი გამოსვლებით. საზეიმო პროგრამაში მონაწილეობდნენ ხელოვნების სკოლის ვაჟთა და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლები, გიტარის , საესტრადო ვოკალური სტუდია, სკოლა გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი "არსიანი", 129 - ე საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი "გორდა" და ინდივიდუალური შემსრულებლები.
მათ მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა და საცეკვაო ნომრებმა მაყურებელთა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ეროვნული ერთობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით კი ახალი თაობის ცნობიერებაში ამ ღირებულებების განმტკიცებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“