მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მე-5 კლასში საინტერესოდ და შთამაგონებლად წარიმართა პრეზენტაცია თემაზე - „პროფესიები“ პრეზენტაციის ფარგლებში მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ის პროფესიები, რომელთა არჩევაც მომავალში სურთ. ბავშვებმა გააზრებულად და მოტივირებულად ისაუბრეს თავიანთ ოცნებებზე, ინტერესებსა და მიზნებზე. მათ წარმოდგინეს როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე და მოთხოვნადი პროფესიები, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მოსწავლეთა ფართო ხედვასა და მრავალმხრივ განვითარებას.
ღონისძიების მთავარი იდეა იყო მოსწავლეებისთვის პროფესიის სწორად შერჩევის მნიშვნელობის გაცნობიერება. მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ყოველი პროფესია მნიშვნელოვანია და ყველა როლი აუცილებელია საზოგადოების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.
დღეს პატარა სამსარის საჯარო სკოლაში გაიმართა პრეზენტაცია თემაზე "პროფესიები". მე-5 კლასის მოსწავლერბმა წარადგინეს ის პროფესიები რომელთა არჩევაც აპირებენ მომავალში, ასევე ხაზი გაუსვეს პროფესიის სწორად არჩევის საკითხსა და ყველა პროფესიის მნიშვნელობაზე.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მშობლებიც. პრეზენტაციები მოსწავლეებმა წარადგინეს ქართულ და სომხურ ენებზე.
სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლ. კურგინიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.