მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის მართლმადიდებლური საშუალო სკოლის ბიბლიოთეკარმა ნანა ციხისელმა მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩაატარა.
ეს ღირსშესანიშნავი თარიღი შთამბეჭდავი ყოფილიყო ძალისხმევა არ დაიშურეს მასწავლებლებმა: ნინო წიკლაურმა, ხათუნა ელყანიშვილმა, ნატო ჩაკვეტაძემ, ნონა ელკანიშვილმა. ქართული ასო-ნიშნებითა და ორნამენტებით მოქარგულ ფარდაგებს ამშვენებდა გამონათქვამები ქართული ენის შესახებ. სადღესასწაულოდ მორთული დარბაზი ამაღელვებელ შთაბეჭდილებას ქმნიდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს ,„მრვალჭირვარამგადანახადი“, მაგრამ მაინც „მყინვარივით გულზვიადი, ზღვასავით ულევი, თასმასავით მოქნილი, ღმერთების ენად“ შერაცხული ქართული ენის შესახებ.
გაიხსენეს, მშობლიურ ენაზე მზრუნველი, მოამაგე დიდი მამულიშვილები. გაიხსენეს, უახლესი წარსულიც, როდესაც საფრთხე შეექმნა ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას და სწორედ, 1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა პერიოდში, შეძლო ქართველმა ერმა, დაეცვა ქართული ენა და შეენარჩუნებინა მისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო კიდევ უფრო გაალამაზა მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.
როგორც დიდი ილია ბრძანებდა, „სამი ღვთაებრივი საუნჯე- მამული, ენა, სარწმუნოება“-განუყოფელია. „დღეს ბედი მისი ჰკიდია ჩვენზე”,- გააჟღერეს მოსწავლეებმა და გულწრფელი ფიცი დადეს, რომ იზრუნებენ, გაუფრთხილდებიან, შეინარჩუნებენ მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს, უნიკალურ ფენომენს- ქართულ ენას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.