სიახლეები
სკოლები

საქობოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა
17-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენასა და დაფასებას.

ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, მე-8 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარადგინეს პრეზენტაციები.

მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი სახელწოდებით - „არა ბარბარიზმებს!“. პროექტის მიზანი იყო ბარბარიზმების წინააღმდეგ გალაშქრება და ენის სიწმინდის დაცვა. 

ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და გამოვლინდა - „საუკეთესო კალიგრაფი“.

პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ მშობლიური ენის და ლიტერატურის სიღრმისეულად სწავლის აუცილებლობა, სცოდნოდადათ ისტორია თუ რატომ აღინიშნება დედაენის დღე, გაცნობოდნენ საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამებს ქართულ ენაზე და გამოემუშავებინათ გამართულად წერის უნარ-ჩვევები. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება