მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შთამბეჭდავად აღინიშნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, აგანის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე - VII-VIII კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ენის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობისა და პოპულარიზაციისკენ გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების ხაზგასმას ემსახურებოდა.
აქტივობას ხელმძღვანელობდა ქართული ენის პედაგოგი - მარინა გინოსიანი, ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს ანბანის, დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ და კიდევ ერთხელ გაიმეორეს საოცარი სიტყვები:
„დედა ენა პიროვნების სახეა, ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს.
სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“.
ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
იხილეთ ფოტოები:
https://www.youtube.com/shorts/CEuujIgNnYc
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.