მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შთამბეჭდავად აღინიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის, გრემის საჯარო სკოლაში დედაენის დღე - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ენის მნიშვნელობის, მისი დაცვის აუცილებლობისა და პოპულარიზაციისკენ გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯების ხაზგასმას ემსახურებოდა.
პედაგოგების უშუალო ჩართულობით, ბავშვებმა მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს ანბანის, დამწერლობის, მისი მნიშვნელობის შესახებ.
„14 აპრილი დედაენის დღეა, რომელიც გრემის საჯარო სკოლის I-II კლასის მოსწავლეებმა ყველას მიულოცეს... მათ მასწავლებლისგან მოისმინეს ინფორმაცია ამ დღის მნიშვნელობის შესახებ, გაიაზრეს ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა, წაიკითხეს ლექსები ანბანზე, შეასრულეს სიმღერები, ასევე
წარმოადგინეს ნამუშევრები „ანბანზე ნახატების შექმნა“ და „გავაფერადოთ ანბანი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რესურსები მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდათ, შემედგ კი მოაწყვეს საკუთარი ნამუშევრების გამოფენა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს: „ყველას ვალი და პასუხისმგებლობაა, დაიცვას, გაუფრთხილდეს მშობლიურ ენას“!
ინფორმაციისთვის: 14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ათასობით სტუდენტი, მეცნიერი და რიგითი მოქალაქე შეიკრიბა თბილისის ქუჩებში, რათა გაეპროტესტებინათ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ქართული ენის სტატუსს საფრთხეს უქმნიდა. ძალადობრივი დარბევის რისკის მიუხედავად, დემონსტრანტები მტკიცედ დადგნენ, რის შედეგადაც საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა აღარ შეეტანა კონსტიტუციაში ცვლილება, რომლითაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.