მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე საინტერესოდ და შემოქმედებითად აღნიშნეს.
მოსწავლეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გამართულ კალიგრაფიის კონკურსს შეუერთდნენ და საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრებიც შექმნეს.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა. პროფესიული პროგრამის სტუდენტებმა არაერთი ლექსი და ამონარიდი წაიკითხეს მათთვის საყვარელი ნაწარმოებებიდან.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ