მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა.
ამჯერად, სკოლაში X კლასის მოსწავლის - ანი ლოლაძის წარმატებას ზეიმობენ.
მოსწავლემ სომხეთის დედაქალაქ ერევანში სპორტული ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და სხვადასხვა კატეგორიაში მოიპოვა 3 პირველი და 2 მეორე ადგილი.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„სკოლა გულითადად ულოცავს X კლასის მოსწავლეს - ანი ლოლაძეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში სპორტული ცეკვების საერთაშორისო ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობას, სადაც მან მოიპოვა 3 პირველი და 2 მეორე ადგილი. სკოლა ანის უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ