მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილი ქართული ენის დაცვის, დედაენის დღეა. ეს მნიშვნელოვანი თარიღი სკოლაში არაერთი ღონისძიებითა თუ აქტივობით აღინიშნა.
მათ შორის, მე-4 კლასში დასრულდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ციალა გოგოლიმ განახორციელა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლის ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს ამ ისტორიულ თარიღზე, მის მნიშვნელობაზე;
მე-4 კლასელები გადანაწილდნენ ორ გუნდში და ერთმანეთს შეეჯიბრნენ დედაენისადმი მიძღვნილი ლექსების მხატვრულ კითხვასა და გამონათქვამებში. შეასრულეს სიმღერები დედაენაზე;
ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო წერითი უნარების გაუმჯობესება. მოსწავლეებმა საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევები შექმნეს. გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
ასევე მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, განახორციელეს აქტივობა - არა ბარბარიზმებს“, რომელიც მიზნად ისახავდა სალაპარაკო ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წარმოჩენას.
მე-4 კლასელებმა დაამზადეს ხელთნაკეთი წიგნი ქართული ანბანის ასო-ბგერის შესაბამისი ერთსტროფიანი ლექსითა და გამოცანით, რომელიც როგორც სასწავლო რესურსი საჩუქრად გადასცეს სკოლის ბიბლიოთეკას პირველკლასელთათვის გამოსაყენებლად.
ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ, მოსწავლეებს კვირეულში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე