მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი მოსწავლეები საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით წარმოაჩენენ.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ირაკლი ღვალაძემ, მონაწილეობა მიიღო გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში “The Change The World”.
გაეროს მოდელირებული კონფერენცია გაიხსნა გაერთიანებული ერების შტაბ-ბინაში, გენერალური ასამბლეის მთავარ დარბაზში. თავად კონფერენცია კი გაიმართა სასტუმრო მერიოტის საკონფერენციო დარბაზებში.
დელეგატები მსოფლიოს 130-მდე ქვეყნიდან 4 დღის მანძილზე მუშაობდნენ სხვადასხვა გლობალური მნიშვნელობის თემებზე. აღნიშნული კონფერენციისთვის ქართველი დელეგატების მომზადება უზრუნველყო ორგანიზაციამ -„საერთაშორისო განათლების ინსტიტუტი“.
ჭიათურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე კონფერენციაზე ღირსეულად წარდგა.
გაეროს მოდელირებული კონფერენცია “The Change the World” (CWMUN) ერთ-ერთი უდიდესი პროგრამაა გაეროს მოდელირების მიმართულებით. იგი განკუთვნილია 11-30 წლის ახალგაზრდებისათვის. აღნიშნული პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. ესენია: ნიუ იორკი, აბუ დაბი, დუბაი, რომი, პარიზი და სინგაპური.
გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში. იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეალური საქმიანობის ზუსტი სიმულაციაა. მონაწილეები, პროტოკოლის დაცვით, განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა: ეკოლოგია, ჯანდაცვა, განათლება, სამხედრო უსაფრთხობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ. ამზადებენ პოლიტიკის დოკუმენტებსა და რეზოლუციებს.
გაეროს მოდელირებაში მონაწილეობით დელეგატები პირადად ხდებიან იმგვარი პროცესების მონაწილე, როგორითაც ხდება გლობალური საკითხების გადაწყვეტა საერთაშორისო დიპლომატიაში.
გაეროს მოდელირებულ კონფერენციაში მონაწილეობა ახალგაზრდებს უვითარებს: ლიდერულ, დიპლომატიურ, კომუნიკაციის, გუნდურად მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების უნარებს. მონაწილეები სწავლობენ საჯარო გამოსვლას, მოლაპარაკებას, პრობლემების ანალიზს და ამას აკეთებენ გლობალური საკითხების შესახებ მსჯელობის საშუალებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
საღამომ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა
პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ