TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

წინარეხის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნა
17-04-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში გაიმართა შთამბეჭდავი საზეიმო ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ქართული ენის, როგორც ეროვნული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაწილის, წარმოჩენა-დაფასებას.

სკოლამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების - ევა მარჯანიძის, ნინო მერებაშვილის და თინათინ თვაურის ხელმძღვანელობით, ტრადიციულად წელსაც აღნიშნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული დღესასწაული - ქართული ენის დღე. 

ღონისძიება შთამბეჭდავად წარიმართა. 

„ქართული ენა ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერებისა და ერთიანობის სიმბოლოა. ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, რომ ენა საღვთო რამ არის და საზოგადო საკუთრებაა, რომელსაც “კაცი უნდა ექომაგებოდეს". სწორედ მშობლიური ენის ქომაგად იქცნენ ჩვენი მოსწავლეები.

ხოტბა შევასხით, ვუმღერეთ დ  მოვეფერეთ ჩვენს „ღვთის ენად“ წოდებულ ქართულ ენას. მუსიკალურად ღონისძიება გააფორმა მარინა სიხუაშვილმა, ხოლო დეკორაციებზე იზრუნა მაია თხინვალელმა.

ჩვენი, როგორც სკოლის უდიდესი, მუდმივი ვალდებულებაა მოსწავლეებს განვუმტკიცოთ ქართული ენის გამორჩეული როლის მნიშვნელობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ყველა თანამოქალაქეს ქართული ენის შესწავლაში და განვამტკიცოთ იგი,  როგორც სახელმწიფო ენა.  დაე, იგი, აწ და მარადის იყოს უკვდავი!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება