მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება.
ახლახან, ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მრ-6ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ინგა კიკნაველიძე) ისტორიისა და „ჩვენი საქართველოს“ პედაგოგ მარინე ფერაძის თაოსნობით, საინტერესო პროექტი განახორციელეს.
პროექტი აფხაზეთის თემას მიეძღვნა და მოსწავლეებმა მოძიებული წყაროებისა და მასალების მიხედვით დაახასიათეს აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა, მეურნეობის დარგები, მისი ტრადიციები, შეისწავლეს კულტურის ძეგლები და შეადგინეს ტურისტული მარშუტები. გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემებს.
პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი იყო, აფხაზ თანატოლებთან გაგზავნილი წერილების პრეზენტაცია, რომელშიც ხაზი გაესვა ქართველებსა და აფხაზებს შორის ისტორიულ მეზობლობასა და ძმობას.
„სწავლების პროცესი მაშინ არის საინტერესო და ეფექტური, როდესაც მოსწავლე შეძლებს საკითხის გათავისებას, რაც ხელს უწყობს შესასწავლი მასალის ღრმა გაგება-გააზრებას. აღნიშნულმა პროექტმა მოსწავლეებს ჩაუსახა იმედი, რომ ერებს შორის სულიერი კავშირი ისევ აღდგება და კვლავ შეძლებენ აფხაზეთის მონახულებას, ასევე შეძლებენ აფხაზი თანატოლების მასპინძლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტმა სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურა. პრეზენტაციას დაესწრენ მშობლები და პედაგოგები, რომლებმაც საქებარი სიტყვები არ დაიშურეს მოსწავლეთა მიმართ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ