მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
არაქართულენოვან სკოლაში, ქართული ენის მასწავლებლის - ჯულიეტა ველელი-შირინიანის ხელმძღვანელობით, მე-5 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული დღესასწაული საინტერესოდ და შემეცნებითად აღნიშნეს.
მოსწავლეებმა დახატეს პლაკატი, სადაც ლამაზი ლურჯი იები იყო თავმომწონედ ყელაღერებული. წარმოთქვეს ქართული ენისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები, აღნიშნეს „დედაენის“ შემქმნელის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი წიგნიერების განვითარებაში.
ღონისძიება მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით, მეტად საინტერესოდ წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
პატარებმა ანბანის შესწავლა პედაგოგთან ერთად იზეიმეს