მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილს საქართველოში დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში პირველკლასელთა ღონისძიება მიეძღვნა.
მოსწავლეები გაეცნენ ამ დღის მნიშვნელობას, გაიმართა წერის კონკურსი, სადაც პატარები დიდი მონდომებით და სიყვარულით წერდნენ ქართულ ასოებს.
მათი ნამუშევრები სავსე იყო სითბოთი და პატივისცემით. პატარები ასევე სიმღერებით მოეფერენ მშობლიურ ენასა და პირობა დადეს, რომ კარგი სწავლით დაიცავენ მას.
კონკურსის ბოლოს მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.
„კონკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადავეცით სიგელები – მადლობის ნიშნად და იმისთვის, რომ ყოველი მათგანი პატარა ელჩია ჩვენი მშვენიერი ენისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ პატარების აქტიურობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ