მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.
სკოლის დაწყებით კლასებში დედაენის დღესთან დაკავშირებით, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
კალიგრაფიის ღონისძიება-კონკურსში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. კონკურსის დაწყებამდე მოსწავლეებმა ქართულ ანბანზე სიმღერები და ლექსები გაიხსენეს და ქართულ ენას ხოტბა შეასხეს.
დასასრულს, კალიგრაფიული წერის კონკურსი გაიმართა. საწერი ტექსტები თავად მოსწავლეებმა, სურვილის მიხედვით, შეარჩიეს. კონკურსი ხალისიან და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობდა. მისი მიზანი საუკეთესო ნაწერის -კალიგრაფიის გამოვლენა იყო. მოსწავლეებმა ქართული ენის სიდიადე და მშობლიური ენისადმი დამოკიდებულება შემოქმედებითი ფორმით წარმოაჩინეს.
თანაკლასელების ნაწერები თვითონ მოსწავლეებმა და კომისიის წევრებმა შეაფასეს. შედეგად, საუკეთესო ნაშრომი გამოვლინდა, ავტორები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
გარდა ამისა, კონკურსში მონაწილეობისთვის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ
ღონისძიების მიზანი იყო ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივება