| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ირაკლი ბაზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კალიგრაფიისა და ხატვის კონკურსში წარმატებას მიაღწიეს და პირველი მეორე ხარისხის დიპლომები დაიმსახურეს.
სკოლის ინფორმაციით, საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ ორგანიზებულ ქართული ენის
დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებისათვის I ხარისხის დიპლომი დაიმსახურა მახათაურის სკოლის VII კლასის მოსწავლემ თამარ კუპრაშვილმა და VI კლასის მოსწავლემ მარიამ გოგოლაძემ; II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა V კლასის მოსწავლემ მარიამ ბუსხრიკიძემ და IX კლასის მოსწავლემ ქეთი გოგოლაძემ.
ასევე II ხარისხის დიპლომი დაიმსახურა რესურსცენტრის მიერ გამოცხადებულ ხატვის კონკურსში V კლასის მოსწავლემ მარიამ ბუსხრიკიძემ.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეთა შედეგებით და მათ სამომავლოდ, უფრო დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს