სიახლეები
სკოლები

ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ტანვარჯიშის დადებით მხარეებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს
17-04-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასში სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ანნა პეტროსიანმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ტანვარჯიშის სარგებლიანობასთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები დაგეგმა.


დავალება რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს უნდა ემუშავათ შემდეგი იყო: მათ თემაზე „ტანვარჯიში როგორც მედიცინა“, უნდა მოეფიქრებინათ სხვადასხვა ტიპის აქტივობები. 


ბავშვებს დიდი არჩევანი ჰქონდათ, შეეძლოთ ესარგებლათ სპორტული დარბაზით, სკოლის ეზოთი, ან უბრალოდ კლასში ჩაეტარებინათ მათი აქტივობა. მოსწავლეები დაიყვნენ 3 ჯგუფად და მოამზადეს პლაკატები და ვიდეოები, სადაც ნაჩვენებია ტანვარჯიშის დადებითი მხარეები და რატომ ითვლება ის ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ. 
ერთ-ერთ ჯგუფში ხუთივე ბიჭი ერთად მოხვდა. მათ კრივზე ცურვაზე და ფეხბურთზე ისაუბრეს, და აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ეს სახეობები ერთი შეხედვით შორს არის ტანვარჯიშისგან, სინამდვილეში თითოეულ მათგანში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტანვარჯიში.


მეორე ჯგუფმა პატარებს პირადი მაგალითის ფონზე უჩვენეს როგორ უნდა ივარჯიშონ, აუხსნეს თუ რატომ არის ტანვარჯიში სასარგებლო ჯანმრთელობისთვის და რა დადებით გავლენას ახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე. უმცროსმა მოსწავლეებმა სიხარულით მიბაძეს უფროსკლასელებს და თავადაც დაკავდნენ ტანვარჯიშით. 


მესამე ჯგუფმა აქცენტი გააკეთა იმაზე თუ რამდენად საზიანოა ჯანმრთელობისთვის მუდმივი ჯდომა, ტელევიზორის ყურება, ტელეფონში ან კომპიუტერში თამაში და უძრაობა. აღნიშნეს რომ ამ დროს სხეული იწყებს წონაში მატებას და ფორმების დაკარგვას რაც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება. შესაბამისად აქცენტი გააკეთეს ცხოვრების აქტიურ წესზე მოუწოდეს მათ თანატოლებს ვარჯიშისკენ და ცხოვრების ჯანსაღი წესისკენ. 


უნდა აღინიშნოს რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესით შეასრულეს აღნიშნული აქტივობები და სურვილი გამოთქვეს, რომ აქტიურად მიჰყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს და სხვადასხვა სპორტული აქტივობებით დაკავდნენ. 

 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება