სიახლეები
სკოლები

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია იყალთოს საჯარო სკოლაში
17-04-2025
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიძღვნა. 

ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალილი ღონისძიებების სერია მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საგნობრივმა კათედრამ.

პირველკლასელები ესტუმრნენ სოფლის განახლებულ ბიბლიოთეკას და წარმოადგინეს კომპოზიცია „ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული“ (მასწავლებლები: ნ. გიგოლაშვილი, ნინო ჯავახიშვილი), მოუსმინეს მეხუთეკლასელების მიერ გახმოვანებულ ტექსტებს  ი. გოგებაშვილის „ დედაენიდან’“ და თბილელეთის ზღაპარს - „ჩიტის მოყოლილი ამბავი“, გაიმართა დისკუსია; მოეწყო კალიგრაფიული ნამუშევრებისა და ნახატების გამოფენა ( I, II,  კლასი მასწავლებლები : ნ. გიგოლაშვილი, მ. გლურჯიძე)

14 აპრილთან, დაკავშირებით ვიქტორინა ჩატარდა I, II  და IVკლასებში. მეოთხეკლასელებმა მომამზადეს დიორამები ი. გოგებაშვილის  მოთხრობების მიხედვით (მასწავლებელი ნატალია ჯავახიშვილი) ამ დღეს მიეძღვნა ქართული ენის გაკვეთილები I და III კლასებში (მასწავლებლები: ნ. გიგოლაშვილი, ი. ყურაშვილი), მომზადდა კედლის გაზეთები: „ენა ბურჯია ერისა“ და „წერილი ი. გოგებაშვილის პერსონაჟებს“ (II და II კლასები).

V-XI კლასებში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ( მასწავლებლები : თ. აბულაძე , დ. შიშმანაშვილი,  ე. სოთიროვი ), რომლებსაც ლაიტმოტივად გასდევდა დიდი ქართველი პოეტის მ. მაჭავარიანის შეგონება: „ენა არ გაწყენს არც ერთი, უნდა იცოდე რამდენიც, ოღონდ არ უნდა დაჰკარგო ქართული სიტყვის ნათელი“.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, ჩატარდა მართლწერის კონკურსი „მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“. გამარჯვებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

VII კლასში ისტორიის გაკვეთილზე (მასწავლებელი ნინო ბაჩიაშვილი) გამართა პრეზენტაცია - „ქებაი და დიდებაი ქართლისა ენისაი“. მოსწავლეებმა წარმოაჩინეს ღვაწლი ფარნავაზ მეფისა, რომელმაც „განავრცო ენაი ქართული“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დედაენის კვირეულმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში ქართულის, როგორც მშობლიური ენის, მიმართ სიყვარულისა და პასუხისმგებლობის გრძნობის აღძვრას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ

მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება