მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პასქას ხშირად ხატისპურსაც უწოდებენ, თუმცა საინტერესოა, არის თუ არა ეს ორი სიტყვა სინონიმი? გთავაზობთ ეთნოგრაფის განამრტებას:
ხატისპური - ეს კეთილხმოვანი სიტყვა აიტაცეს ადამიანებმა და რატომღაც პასქის ქართული სახელი ჰგონიათ.
პასქა - გოლგოთის სიმბოლოა თავისი ფორმით, ტკბილია, მისი სახელწოდება ებრაული „პასექიდან“ მოდის.
ხატისპური - მრგვალი, მარილიანი ერბოთი შემზადებული ქადაა, ჯვარ-ხატთა სადიდებელი დღესასწაულების სარიტუალო დანიშნულების.
პასქა მეტაფორაა წამების, უფლის ძის ადამიანთათვის თავშეწირვის და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა საქართველოში.
ხატისპური ფორმით და ზედ აღბეჭდილი ბორჯღალით მზისა და სავსე მთვარის გამოსახულებაა, ბარაქის სიმბოლოა და უხსოვარი, წინარექრისტიანული ხანიდან ხვთიშვილთა სახელზე შეიწირავდნენ ხევისბერნი ხატის ყმათაგან.
პასქა და ხატისპური - ეს ორი სხვადასხვა ფორმისა და გემოსი, განსხვავებული დანიშნულებისა და შინაარსის სარიტუალო ნამზადია, სულ სხვადასხვა დროს აცხობენ, არ შეიძლება მათი გაიგივება, ამით ორივე სიმბოლოს დავამახინჯებთ, ნამდვილ აზრს გამოვაცლით და ხელოვნურად დამყნილ ერთ სიმბოლოს მივიღებთ.
ცოტა ვცოდეთ ისტორიის, მითოლოგიის, ენის წინაშე, ეს შეცდომაც რომ არ მივუსართოთ?
მოვუაროთ და პირვანდელი სახე შევუნარჩუნოთ კულტურულ ტრადიციებს, მეგობრებო!
მზია ხაჩიძე - ეთნოგრაფი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.