სიახლეები
სკოლები

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 სკოლის მე-2 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
22-04-2025
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.  

მე-2 კლასში (მასწავლებელი: ე. იაშვილი) ჩატარდა საინტერესო პროექტი თემაზე - „მთის და ბარის მდინარე“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ იბადება და ვითარდება მდინარე მთაში, როგორ იცვლება მისი კალაპოტი, სიჩქარე და ფორმა, სანამ დაბლობზე ჩადგება და ჩაედინება ზღვაში ან ტბაში. 

თეორიული ცოდნის განმტკიცების მიზნით ბავშვებმა თავიანთი წარმოდგენები მაკეტების სახით გამოხატეს. მათ სხვადასხვა მასალისგან (ქაღალდი, პლასტილინი, ბამბა, ხე, მწვანე ბალახი და სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ნივთიერებები) საკუთარი ხედვით შექმნეს მდინარის გზა მთიდან ბარში.

მაკეტებზე მკაფიოდ ჩანს: თოვლიანი მწვერვალები, საიდანაც იწყება მდინარე; ვიწრო, სწრაფი დინების კალაპოტები მთაში; მდორე, განიერი და მოსახვევებით გამორჩეული მდინარე ბარში.

ამ პროექტმა არა მხოლოდ ღრმად გააცნო მოსწავლეებს გეოგრაფიული პროცესები, არამედ განუვითარა შემოქმედებითი აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნები, ანბანის მუზეუმი, ვიქტორინა... - სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება