სიახლეები
სიახლეები

ქრისტეს ჯვარცმის დღე - რატომ იღებება კვერცხი და რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
18-04-2025
-
+


წლის ყველაზე მძიმე დღე – მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევი, იგივე წითელი პარასკევი — ვნების კვირის პარასკევი დააწესა ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ამ მოვლენის სახარებისეული ინტერპრეტაცია ასეთია:

„იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი და წარუდგინეს ურიასტანის მმართველს პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იგი გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში მე უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს“.

ითვლება, რომ იესო ქრისტე ჯვარს აცვეს დიდ პარასკევს. იგი მოწამებრივად აღესრულა ადამიანური ცოდვებისთვის. ამ დღეს სასურველია ეკლესიაში სიარული და ლოცვა. არ შეიძლება დღე დაუთმო სამუშაოს, გართობას. მიზანშეწონილია ყურადღება მიაქციოთ ნათესავებსა და ახლობლებს, იყოთ მათთან, დაისვენოთ, ისაუბროთ ცხოვრებაზე, მომავალზე.

კვერცხის შეღებვის ტრადიცია წითელ პარასკევსთან, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღესთან არის დაკავშირებული. ტრადიციის თანახმად, სააღდგომო კვერცხები წითლად, წითელ პარასკევს მზის ჩასვლამდე იღებება.

საიდან იღებს სათავეს კვერცხის წითლად შეღებვის ტრადიცია?

გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მარიამ მაგდალინელი სახარების საქადაგებლად რომში ჩავიდა და იმპერატორ ტიბერიუსს ეახლა.

იმპერატორთან ძღვენის გარეშე მისვლა არ შეიძლებოდა. შეძლებულ მოქალაქეებს ძვირფასი საჩუქრები მიჰქონდათ, ხოლო ღარიბებს - ის, რისი საშუალებაც ჰქონდათ. მარიამ მაგდალინელმა, რომელსაც ქრისტეს რწმენის გარდა არაფერი ებადა, ტიბერიუსს ქათმის კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღდგა!"  

იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და განაცხადა, მკვდრეთით აღდგომა ისევე შეუძლებელია, როგორც ამ კვერცხის გაწითლებაო. სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კი გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი - მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ. 

რატომ არ შეიძლება წითელი კვერცხის გატეხვა აღდგომამდე?

მორწმუნეები წითელ პარასკევს შეღებილ კვერცხს, აღდგომამდე არ ტეხენ. ამას ძალიან მარტივი და პრაქტიკული ახსნა აქვს. იქიდან გამომდინარე რომ წითელ პარასკევს მარხვაა და კვერცხი არასამარხო პროდუქტია, მართლმადიდებელი მრევლი არ მიირთმევს. სააღდგომო მარხვა კვირას ხსნილდება და დღესასწაულზე წითელი კვერცხის დაგემოვნება ყველას შეუძლია.


რა არ უნდა გააკეთოთ წითელ პარასკევს:

საოჯახო საქმეების კეთება, განსაკუთრებით, კერვა, რეცხვა და რამის ჭრა.

ბანაობა - ამ წესის დარღვევა ხალხს დიდ ცოდვად მიაჩნდა;

სიმღერა, მხიარულება, გართობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება