მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - იზა ნინიაშვილმა განახორციელეს პროექტი თემაზე - „ხელოსნობა საქართველოში“.
პროექტი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მისი მიზანი იყო ძველი ქართული ტრადიციების გაცოცხლება.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცვილისგან ჩამოქნეს სააღდგომო სანთლები, შეღებეს კვერცხები და ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დადგომა მიულოცეს თანასკოლელებს, მასწავლებლებს და სრულიად საქართველოს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ