სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა უნივერსიტეტში საინტერესო ლექცია მოისმინეს
22-04-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დედაენის დღეს ყოველწლიურად  განსაკუთრებულად აღინიშნავს.

მე-6 კლასის მოსწავლეები, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (SEU) შემეცნებით ლექციაზე იმყოფებოდნენ კლასის დამრიგებლებთან და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად. 

მათ მოისმინეს საინტერესო მოხსენებები  დამწერლობის ისტორიაზე, უცნაურ წიგნებზე, გამორჩეულ ბიბლიოთეკებზე,  იაკობ გოგებაშვილსა და „დედა ენაზე“. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია საბეჭდი მანქანის გამოყენების ცდამ. ეს იყო არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიული და სახალისო აქტივობა, რომელმაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, შეხებოდნენ წარსულის საგანძურს და უფრო ღრმად გაცნობოდნენ მშობლიური ენის მნიშვნელობას.

აქტივობის მნიშვნელობა საგანმანათლებლო პროცესში უმნიშვნელოვანესია: 

მოსწავლეებმა არა მხოლოდ მოისმინეს ლექცია, არამედ თავად მიიღეს მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობაში, რაც ხელს უწყობს ცოდნის უკეთ ათვისებას;

სახალისო და ინტერაქტიული აქტივობები ზრდის მოსწავლეების ინტერესს საგნის მიმართ და აძლიერებს მათ მოტივაციას;

მოსწავლეები გაეცნენ ქართული ენის ისტორიასა და მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს მათში ეროვნული თვითშეგნების გაღვივებას;

აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობასა და კომუნიკაციას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური განვითარებისთვის;

ლექციები, პრაქტიკული აქტივობები და დისკუსიები ქმნის მრავალფეროვან სასწავლო გარემოს, რომელიც აკმაყოფილებს მოსწავლეების სხვადასხვა საჭიროებას.

შეხვედრის ბოლოს შეჯამებამ და შთაბეჭდილებების გაზიარებამ ხელი შეუწყო მიღებული ცოდნის განმტკიცებას. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ: იოანე აბესაძე,  ნიკოლოზ მამედოვი, ერეკლე ბეგიაშვილი, დემეტრე რუსია,  იოანე ბახტურიძე, კოტე კვანჭიანი, ტაისია ბუჩუკური და ნიკოლოზ ენუქიძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება