მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული გაიმართა.
„მხოლოდ დედა ენა არის სულისა და გულისა… ყველა უცხო ენანი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ!“ - – იაკობ გოგებაშვილის სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ინსპირაცია „დედაენის კვირეულის“, რომელიც არხილოსკალოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში (I-IV) გაიმართა.
კვირეული მიზნად ისახავდა მოსწავლეებში დედაენისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გაღვივებას, მისი ფესვების, ღირებულებისა და სილამაზის გაცნობას.
კვირეულის აქტივობები მრავალფეროვანი და შთამაგონებელი იყო. თითოეულმა დღემ თავისი დატვირთვითა და ემოციით ჩაუნერგა ბავშვებს მშობლიური ენის მნიშვნელობა: ქართული ენის განვითარების ისტორიის გაცნობა, იაკობ გოგებაშვილის მიერ „დედა ენის“ სახელმძღვანელოს შედგენის ისტორია, ბარბარიზმების ამოცნობა და მათი თავიდან აცილების გზები, ქართული ლექსებისა და სიმღერების წაკითხვა და შესრულება, ანბანის ასოების მხატვრული გაფორმება და ნამუშევრების გამოფენა.
მოსწავლეებმა საკუთარ თვალით დაინახეს, რომ ქართული ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება კი არა, არამედ ფერებითა და ხმებით გამორჩეული კულტურული საგანძურია.
კვირეულის ფინალური დღე განსაკუთრებით მხიარული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვებმა ლექსებით, სიმღერებით, თამაშებითა და შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს დედაენის ზეიმი. ისინი არა მხოლოდ სწავლობდნენ, არამედ გრძნობდნენ - რომ მათი ენა სიყვარულის, სიმტკიცისა და ერთობის ნაწილია.
პროექტის ავტორები და კლასის დამრიგებლები:
• I კლასი – ნანა წიკლაური
• II კლასი – ელზა ქავთარაძე
• III კლასი – ლია აფციაური
• IV კლასი – მაია მნათობიშვილი.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ავტორებს თავდადებისა და გულისხმიერებისათვის - „თქვენი შრომით მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს მშობლიური ენის ღირებულება და მისი მნიშვნელობა საკუთარი იდენტობისთვის.
„დედაენა“ არ არის მხოლოდ სიტყვების ერთობა - ის არის სამშობლოს სუნთქვა, ჩვენი ისტორიის ხმა და გულის ენა.
დედაენის კვირეული კი ნამდვილად იქცა სიყვარულით და პროფესიონალიზმით გამთბარ კულტურულ დღესასწაულად.
გმადლობთ ამ ლამაზი და შთამაგონებელი ინიციატივისთვის“!
იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
ღონისძიებაში ყველა საფეხურის მოსწავლეები ჩაერთნენ
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.