მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მრავალფეროვანი და შემეცნებითი აქტივობებით იყო დატვირთული.
ღონისძიებები, რომელის სხვადასხვა კლასებში ჩატარდა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ქართული ენის სიყვარულისა და ღირებულების გაძლიერებას.
I კლასის მოსწავლეებმა გამოძერწეს ქართული ასო-ბგერები, საკლასო ოთახში მოეწყო „ანბანის მუზეუმი“.
I-II კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს ხელნაწერი ილუსტრირებული წიგნი.
III-lV და V კლასებში მასწავლებლებმა ისაუბრეს 14 აპრილის მნიშვნელობის შესახებ, მოსწავლეებმა ნახეს საინფორმაციო ვიდეო დედაენის დღესთან დაკავშირებით. მე-3 კლასში ჯგუფებს შორის გაიმართა სახალისო ვიქტორინა.
მესამე, მეოთხე და მეხუთეკლასელებმა მასწავლებელთა დახმარებით მოიძიეს მეტყველებაში გავრცელებული ბარბარიზმები და მიუსადაგეს მათ ქართული შესატყვისები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.