მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი საინტერესო და სახალისო აქტივობებით შეისწავლეს.
ახლახან, დასრულდა საანბანო პერიოდის პროექტი - „ჩემი ილუსტრირებული ანბანი“, რომელზეც 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ენისლის საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეები.
ბავშვებმა ანბანის შესწავლასთან ერთად მშობლების დახმარებით, შექმნეს ილუსტრირებული ანბანი, სადაც მთელი სული და გული ჩააქსოვეს.
ანბანის შექმნის პროცესი იყო ძალზედ შემოქმედებითი, სახალისო და საინტერესო.
პედაგოგს ახარებს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა მშობელს გაწეული მხარდაჭერისთვის, მოტივაციისა და სიყვარულისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ