TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

დედაენის მცველები წიწკანაანთსერის საჯარო სკოლიდან
22-04-2025
-
+


ყვარლის მუნიციპალიტეტის, წიწკანაანთსერის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.

მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა წიწკანაანთსერის საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.

პედაგოგების: მარი მოლაშვილის და ლალი პართენიშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წამოშობაზე, წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს თემატური სიმღერები, ცეკვები და გაითამაშეს პატარა სცენები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებიდან.

აღნიშნული აქტივობით, სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთელ გაუსვა ხაზი სახელმწიფო ენის დაცვის აუცილებლობას და დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქა მშობლიურ სკოლას.

ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - 1978 წელს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.

მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო - ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14  აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება