მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის, წაჩხურას საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
მათ შორისაა დედამიწის დღე - რომლის ფარგლებშიც პირველკლასელებმა, პედაგოგის - ლამზირა სხულუხიას ხელმძღვანელობით, წარმოადგინეს საინტერესო აქტივობები, ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
გარდა ამისა, ერთმანეთს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, გაამახვილეს ყურადღება დედამიწის დაცვის აუცილებლობაზე, საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები და კიდევ ერთხელ მოუწოდეს თანატოლებს, რომ თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ „ჩვენი სახლი“.
22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება - 1970 წელს, ამ დღის დამკვიდრებით საფუძველი ჩაეყარა საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების მორიგ იდეას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა ყოველდღიურად უფრო აქტუალური ხდება და 22 აპრილი ამ თვალსაზრისით გამორჩეული თარიღია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ