მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ტამბოვკის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
ამის დასტურია ლამაზი ღონისძიება, რომელიც ტამბოვკის საჯარო სკოლაში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდა.
მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის პედაგოგის - ანატოლია მკრტჩიანის ინიციტიავით წარმოადგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი ნომრები - ლექსები, სიმღერები ცეკვები... მუსიკალურ ნაწილს ხელმძღვანელობდა პედაგოგი - კიმა პალიანი.
მასწავლებელთა ჩართულობით, მეოთხეკლასელებმა საკუთარი ხელით დაამზადეს თემატური პლაკატი და სიტყვებით:
„ქრისტე აღდგა.
ჭეშმარიტად აღდგა.
გილოცავთ აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულს“, - ემოციურად მიულოცეს საზოგადოებას ბრწყინვალე დღესასწაული.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება