მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
როგორ უნდა იყოს მოწყობილი საბავშვო ბაღის ეზო და ოთახები? - აღნიშნულ საკითხს კანონი არეგულირებს, ხოლო ადგილობრივ დონეზე სკოლამდელი დაწესებულებების მართვის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ: „კანონი მუნიციპალიტეტს ავალდებულებს, გამოყოს თანხები სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად“.
როგორც ეზოს, ასევე ჯგუფის ოთახის გარემო უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული და ორგანიზებული კურიკულუმის მოთხოვნებიდან გამომდინარე. საგანმანათლებლო რესურსი უნდა იყოს მრავალფეროვანი, ხარისხიანი და ბავშვების ასაკისა და განვითარების შესაბამისი.
ჯგუფის ოთახში უნდა იყოს ბავშვების ასაკის შესაფერისი ილუსტრირებული წიგნები (უმცროს ჯგუფში სასურველია წიგნები მყარი ფურცლებით), დასურათებული ალბომები და საბავშვო ენციკლოპედიები, მრავალფეროვანი სამხატვრო-სახელოვნებო რესურსი, ინსტრუმენტები, სასწორი და სხვადასხვა მოცულობის ჭურჭელი ექსპერიმენტებისთვის, კუბურები და სხვა მასალა კონსტრუირებისთვის, სამაგიდო თამაშები, ფაზლები და ბევრი სხვა რამ.
ჯგუფის გარემო უნდა ითვალისწინებდეს ბავშვების ასაკობრივი განვითარების თავისებურებებს. განსაკუთრებით ეს ეხება უმცროსი ჯგუფის (2-3 წლის ბავშვებისთვის) ოთახის მოწყობას.
„დღეს ამ ჯგუფებში საგანმანათლებლო რესურსის ნაკლებობა კიდევ უფრო თვალშისაცემია, ვიდრე უფროს ჯგუფებში. მაგალითად, უმცროსებთან ოთახში იშვიათად თუ ნახავთ წიგნებს, საღებავებს და სხვა სამხატვრო სახელოვნებო მასალას. არ არის მოწყობილი სივრცეები ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის და სენსორული აქტივობებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ბაღმა/ბაღების გაერთიანებამ, ბაღის კურიკულუმიდან გამომდინარე, უნდა დაგეგმოს, რა ავეჯი და რა რესურსი სჭირდება ბაღს და მიაწოდოს მერიას განაცხადი დაფინანსებისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ შესყიდვების/დაფინანსების ასეთი სისტემა მოუქნელია. ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის წარმართვა გულისხმობს ბავშვების საჭიროებებზე მორგებას და ამ საჭიროებების შესაბამისად ბაღისთვის რესურსის პერიოდულად განახლებას ან განსხვავებული რესურსის შეძენას.
„მნიშვნელოვანია ბაღს ჰქონდეს გარკვეული ბიუჯეტი ამ რესურსების ადვილად და სწრაფად შესაძენად, რაც ბაღების გარკვეულ ავტონომიურობას მოითხოვს“, - ნათქვამია რეკომენდაციების ჩამონათვალში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა