სიახლეები
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ინტერაქტიული და შემოქმედებითი გაკვეთილი
23-04-2025
-
+


წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ახლახან, პედაგოგებმა, 1-ელი კლასის მოსწავლეებთან ერთად აღნიშნეს დედამიწის დღე და ამ გარემოსდაცვით დღესასწაულს მიუძღვნეს ინტერაქტიული და შემოქმედებითი გაკვეთილი თემაზე - „დედამიწა ჩემი მეგობარია“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ჩვენი პლანეტისადმი მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

გაკვეთილი დაიწყო ვიზუალური მასალის – პრეზენტაციისა და საგანმანათლებლო ანიმაციის ჩვენებით, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

მოსწავლეები დააკვირდნენ, შემდეგ შეადარეს და გააანალიზეს განსხვავება ბუნებრივ გარემოსა და ადამიანის მიერ შეცვლილ ეკოსისტემებს შორის. აქტიური ჩართულობა გაგრძელდა ინტელექტუალური თამაშით: მოსწავლეებს ბარათებზე გამოსახული ქმედებებიდან უნდა ამოერჩიათ, რომელი ემსახურება დედამიწის კეთილდღეობას და რომელი –აყენებს ზიანს. მოსწავლეები სიმღერით მოეფერენ ჩვენს პლანეტას– „დედამიწა ჩვენი სახლია“, რაც ემოციურად აერთიანებდა ბავშვების დამოკიდებულებას და მზრუნველობას დედამიწის მიმართ.

მოსწავლეებმა დახატეს დედამიწა და წარმოადგინეს ნამუშევრები მცირე გამოფენის სახით. დღის დასასრულს კი ერთად დარგეს ხე – როგორც სიმბოლო პასუხისმგებლობისა და მზრუნველობისა ბუნებისადმი.

„დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი აქტივობები დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ბუნებისადმი, რათა მომავალში არა მხოლოდ ბუნების მოყვარულები, არამედ მისი აქტიური დამცველებიც გახდნენ. ვუსურვებ ჩემს პატარებს  ნათელ და უღრუბლო მომავალს ჩვენს ლამაზ პლანეტაზე“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი და ახარებთ მათი აქტიურობა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: თამარ მელიქიძე და სუსან მკრტჩიანი

„ყველას  უღრმესი  მადლობა  და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უნიჭიერეს გოგონებს“

უჩმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება ჩაატარეს, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა 

არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეებმა რთული სიტყვები უშეცდომოდ და სწორ ინტონაციაში წარმოთქვეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება