მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ წინასააღდგომოდ არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა მოეწყო.
აქტივობების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გაცნობა, ქრისტიანული ღირებულებების გაღრმავება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა.
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ტიპის შემოქმედებით აქტივობებში. მე-4ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ნახატები, სადაც ბავშვებმა აღდგომის სიხარული ასახეს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქრისტიანული სამყაროს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღე სიმბოლურად ახალი სიცოცხლის დასაწყისს, იმედს და ამ იმედით მოგვრილ სიხარულს გამოხატავს.
მე-4 ბ კლასის მოსწავლეები კი სხვადასხვა ქვეყნის სააღდგომო ტრადიციებს გაეცნენ.
მათ აღდგომის დღესასწაულის შესახებ ისაუბრეს, ასევე შეღებეს სააღდგომო კვერცხები და შექმნეს საოცარი სადღესასწაულო განწყობა. აქტივობა ძალიან ნაყოფიერი და სახალისო აღმოჩნდა მათთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე