მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლაში ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება იმართება.
22 აპრილს სკოლაში დედამიწის დღე აღინიშნა.
ტრადიციულად, წელსაც დაშბაშის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა.
ბავშვებმა მოამზადეს საინტერესო თემატური პრეზენტაცია, ლამაზი პლაკატები და ერთხმად აღნიშნეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.
ბავშვებმა არაჩვეულებრივი განწყობით აღნიშნეს დედამიწის დღე და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
ღონისძიებას ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ლუსინე კალაჩიანი ხელმძღვანელობდა.
დედამიწის დღე - ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ