მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებსა და პატრიოტულ მოტივებზე იზრდებიან, ცხადია სკოლაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღებიც განსაკუთრებულად აღინიშნება.
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღეს აღვნიშნავთ. ამ უმნიშვნელოვანეს ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში კვირეული მიეძღვნა.
ქართული ენის სიყვარულითა და ისტორიის პატივისცემით განმსჭვალული ღონისძიებების სერია მეტად საინტერესოდ წარიმართა.
მეხუთეკლასელებმა გამოიყენეს ფურცლის დაძველების ტექნიკა, მასზე „ვეფხისტყაოსნის“ სტროფები გადაწერეს მრგვლოვანი საზედაო ასოებით და კლასში გამოფინეს.
მეექვსე კლასში გაიმართა საინტერესო და ხალისიანი ინტელექტუალური თამაში -„ტვინების ბრძოლა“. შეკითხვების დიდი ნაწილი მშობლიური ენისა და ლიტერატურის თემატიკას მოიცავდა.
მეხუთე და მერვეკლასელებმა წაიკითხეს ქართველ მწერალთა მოთხრობები და იმსჯელეს პერსონაჟებზე, ტექსტში წამოჭრილ პრობლემებსა და მწერლების სტილურ თავისებურებებზე.
მეშვიდეკლასელებმა იმუშავეს პროექტზე - „მწერლის ენა“. წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას მოთხრობები, იმუშავეს ტროპულ მეტყველებაზე, არქაიზმებსა და დიალექტიზმებზე.
მე-9 და მე-10 -კლასელებმა შეისწავლეს ქართული ენის წინაშე არსებული სიძნელეები სხვადასხვა ეპოქაში და კლასებში პრეზენტაციები წარადგინეს. თანამედროვეობის უმთავრესი გამოწვევაც არ დარჩენიათ უყურადღებოდ და ქართული ენის ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებაზეც იმსჯელეს.
დედაენის კვირეული ჩატარდა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ორგანიზებით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ