მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ალათუმანის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებულ ლაურა ტონოიანის ხელმძღვანელობით, შთამბეჭდავი ღონისძიება მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე ლექსებითა და სიმღერებით წარდგნენ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე, აღნიშნეს რისი სიმბოლოა წითელი კვერცხი, ჯეჯილი, როგორ ხვდებიან აღდგომას ოჯახებში.
პატარებმა მასწავლებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს და მას სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა ისაუბრეს აღდგომის არსზე, სააღდგომო ტრადიციებზე