მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიერ მოწყობილ ექსკურსიაზე ავტოსატრანსპორტი საშუალების მძღოლმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს. გარკვეულ შემთხვევბში დარღვევების გამო მძოლი შეილება ფინანსურად დაჯარიმდეს.
მაგალითად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში წერია, რომ მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება თუ დაარღვევს არღვევს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც აკრძალულია მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მას უზღუდავდეს ხედვის არეს. ასევე იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ შემთხვევაში უარს იტყვის, ექსკურსიის ხელმძღვანელი პირის, მასწავლებლის ან აღმზრდელის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე.
„სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული/მოწყობილი ღონისძიების – ექსკურსიის ფარგლებში ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 461 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა ან ექსკურსიის სრულწლოვანი ხელმძღვანელის (აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელის, მასწავლებლის, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირის) მიერ იმავე მუხლის მე-8 პუნქტით (მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.) გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“.
განმეორებით იგივე ქმედება - გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდება სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესები დარღვეულია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ