მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამ მიმართულებით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, აღსაზრდელებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ.
მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა „დედაენის დღესაც“.
პედაგოგების უშუალო ჩართულობით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო კონკურსი - მოსწავლეებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები, ცეკვები, ვრცლად ისაუბრეს სახელმწიფო ენის მნიშვნელობაზე, მისი დაცვის აუცილებლობაზე და კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე-სასწაული აჩუქეს მშობლიურ სკოლას. ღონისძიების დასასრულს კი ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორმა - თამილა ქურხაშვილმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები გადასცა.
„დედაენის დღე ჩვენი გრძნობისა და თვითშეგნების დღესასწაულია... 14 აპრილს ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეები მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში - წაიკითხეს ლექსები, გამართეს თემატური პრეზენტაციები, მოისმინეს პედაგოგ ნინო მათეშვილის გამოსვლა 1978 წლის 14 აპრილთან დაკავშირებით... შეეჯიბრნენ ერთმანეთს რთული სიტყვების წარმოებასა და ფრაზეოლოგიზმების განმარტებაში. წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრებიც“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: 14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება - 1978 წელს საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგობამ მოსკოვი აიძულა უკან დაეხია.
მაშინ საბჭოთა ხელისუფლება გეგმავდა გაეუქმებინა ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი. ამისთვის მათ შეიმუშავეს კონსტიტუციური გეგმაც, რომლის თანახმად, ქართული ენა საქართველოში აღარ იქნებოდა სახელმწიფო ენა. დიდი საპროტესტო მოძრაობა ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 12 აპრილს დაიწყო - ხალხი ქუჩაში გამოვიდა. პროტესტმა შედეგი გამოიღო. 14 აპრილს ქუჩებში შეკრებილ მოსახლეობას აცნობეს, რომ კომუნისტური რეჟიმი გადაწყვეტილებას ცვლიდა. სწორედ ამ მოვლენების გამო 1990 წელს ეს თარიღი, 14 აპრილი, დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე